პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

თაღლითობის გამოვლენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას, კონტენტის გაგზავნას და ა.შ.. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, ასევე, გამოჩნდეს სხვა ვებგვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

        ⦁ კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

        ⦁ თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;

        ⦁ საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში;

        ⦁ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

        ⦁ რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;

        ⦁ მონაცემთა დამუშავების მიზანი;

        ⦁ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

        ⦁ რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

        ⦁ მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის                                 კრიტერიუმების თაობაზე;

        ⦁ ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

        ⦁ ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ,                 რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და                                დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

        ⦁ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

        ⦁ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
           კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:

        ⦁ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი              არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის                                      საწინააღმდეგოდ.

        ⦁ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

        ⦁ გაიხმოთ თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობები.

        ⦁ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის                        სააგენტოში;

        ⦁ კანონმდებლობით დადგენილი ვადაში მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა ან ასლის მიღება.

        ⦁ უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ                     შორის პროფაილინგზე).

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე  iijiji

შეგროვებული მონაცემების სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ შესახებ შემდეგი სახის  ინფორმაციას:


       ⦁ თქვენი სახელი და გვარი;


       ⦁ ელექტრონული ფოსტის მისამართი;

 

       ⦁ ტელეფონის ნომერი;


       ⦁ პირადი ნომერი;


       ⦁ მისამართი;


       ⦁ სქესი;


       ⦁ დაბადების თარიღი;


       ⦁ ანგარიშის ნომერი (როცა ნივთის რეალიზაციას ახდენთ ონლაინ);


       ⦁ აუდიომონიტორინგის ჩანაწერები;


       ⦁ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მიმოწერა;


       ⦁ არაელექტრონული სახის მიმოწერები/დოკუმენტები;


       ⦁ IP მისამართი;


       ⦁ სხვა დამატებითი ნებაყოფლობით ან სავალდებულო შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ, რაც გასაზღვრულია სხვადასხვა სერვისის ფარგლებში.


როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი პლასტიკური ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ თქვენი პლასტიკური ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს ანგარიშზე (პროფილზე) დაიმახსოვროთ პლასტიკური ბარათის ინფორმაცია შემდგომი შეკვეთების მარტივად გაფორმების მიზნით. ბარათის დამახსოვრებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენი საგადახდო ბარათის შემდეგ ინფორმაციას: ბარათის ტიპი და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრი.  

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების” (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი.
„მზა ჩანაწერები” მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს  უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
ჩვენს პლატფორმებზე ვაგროვებთ ინფორმაციას Cookies-ების, მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:

       ⦁ “IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია, ბრაუზერი (ტიპი და სხვა ტექნიკური                         მახასიათებლები) საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა;
       ⦁ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობისა და სესიის სხვადასხვა პარამეტრების              შესახებ;

       ⦁ ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციული                       ელემენტების გამოყენება და ა.შ.

       ⦁ ვებგვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა;

 პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.
თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს”, ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „Cookie პოლიტიკა”.
ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი პლატფორმ/ებ/ით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენი მიზანი:

        ⦁ თქვენთან ურთიერთობისთვის;

        ⦁ თქვენზე მორგებული კომპანიისა თუ კომპანიის პარტნიორი კომპანიების ეფექტური მარკეტინგული აქტივობების                                     შესამუშავებლად, შემოსათავაზებლად და განსახორციელებლად;

        ⦁ ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი კომპანიების გათამაშებებში ან სხვა სახის ბენეფიტურ აქტივობებში ჩართვისათვის.

        ⦁ თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ         ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის                                    განსავითარებლად;

        ⦁ იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ                         აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;

        ⦁ ჩვენს პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად ან/და პროდუქტების/                    მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;

        ⦁ ჩვენი პლატფორმების, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის                            წარმოებისთვის;

        ⦁ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;

        ⦁ მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;

        ⦁ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ან მომხმარებლის მიერ ჩვენს პლატფორმებზე მოპოვებული ბენეფიტების მიღების                            უზრუნველსაყოფად;

        ⦁ ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;

        ⦁ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;

        ⦁ ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

        ⦁ საჩივრებზე/პრეტენზიებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;

        ⦁ მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

        ⦁ ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;

        ⦁ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

        ⦁ ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;

        ⦁ თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე პარტნიორ(ებ)ის ინფორმირებისთვის;

მონაცემთა დამუშავების ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები:

       ⦁ მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი                   ინფორმაციის მოწოდება;

 

       ⦁ პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

       ⦁ პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების მიზნით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების               თაობაზე;

       ⦁ ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;

       ⦁ ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

       ⦁ ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

       ⦁ ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე ამ თვალსაზრისით                         კანონისმიერი მოვალეობების შესრულება

       ⦁ პროდუქრებისა და მომსახურების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება.

 

მონაცემთა დამუშავების ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:

       ⦁ თქვენი თანხმობა;


       ⦁ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;


       ⦁ ჩვენი კანონიერი ინტერესები;


       ⦁ ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენი მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

       ⦁ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;

       ⦁ როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე/პლატფორმებზე/აპლიკაციაში;

       ⦁ როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს;

       ⦁ როდესაც ჩვენი სერვისების/პროდუქტების/პლატფორმების შესახებ დებთ განცხადებებს/კომენტარებს სოციალურ ქსელში, მათ                შორის და არამხოლოდ კომპანიის პლატფორმების გვერდებზე/აპლიკაციაში და სხვა წყაროებში.

       ⦁ სატელეფონო კომუნიკაციისას.

       ⦁ მომსახურების გაწევის დროს;

       ⦁ როდესაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდ/ებ/ს/პლატფორმას, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს                       (ონლაინ ჩათს);

       ⦁ როდესაც გვიგზავნით წერილებს/დოკუმენტებს/შეტყობინებებს ფოსტით, ელ. ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით;

       ⦁ როდესაც მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად პლატფორმაზე/ონლაინ ჩატით თუ სატელეფონო                 კომუნიკაციის საშუალებით;

       ⦁ შეკვეთის/სერვისის მოწოდების დროს;

       ⦁ როდესაც სარგებლობთ კომპანიის/კომპანიის პლატფორმების/აპლიკაციის ან კომპანიასთან დაკავშირებული მომსახურებით;

       ⦁ როდესაც მოგვმართავთ დასაქმების მიზნით;

       ⦁ როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას;

       ⦁ თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების                     პროვაიდერები, ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო ორგანიზაციები.

       ⦁ თქვენს მონაცემებს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით ან კანონისმიერი საფუძვლით ასევე ვაგროვებთ პარტნიორი                               კომპანიებისგან შემდეგ შემთხვევაში:

                  ⦁ მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;

                  ⦁ თქვენი პირადი ანგარიშით/პროფილით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;

                  ⦁ მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;

                  ⦁ მათსა და თქვენს შორის კომპანიის მომსახურებასთან/სერვისებთან დაკავშირებით განხორციელებული წერილობითი თუ                        ზეპირი კომუნიკაციის შესახებ;